გრიგოლ გეგელია ოპოზიციურ პარტიებზე – საერთოდ არ მინდა არანაირი ფორმატი ადამიანებთან, რომლებიც არ აზროვნებენ – სამუშაო მაგიდაზე დაჯდომა იმ ხალხთან, რომელიც სამი თვე „აბოლებდა“ ამომრჩეველს? – არა, არანაირი სურვილი არ მაქვს

საერთოდ არ მინდა არანაირი ფორმატი ადამიანებთან, რომლებიც არ აზროვნებენ. სამუშაო მაგიდაზე დაჯდომა იმ ხალხთან ერთად, რომელიც სამი თვე „აბოლებდა“ ამომრჩეველს? – არა, არანაირი სურვილი არ მაქვს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა შეკითხვას, გადავა თუ არა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთიან გეგმაზე.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აქამდე არსებულ პლატფორმებს არანაირი შედეგი არ ჰქონია.
„ყველას ვუსურვებ წარმატებას, ყველა ბრძოლაში ივანიშვილის წინააღმდეგ. ბევრი მათგანი მგონია არასწორი, ჩვენ ვნახეთ მათ მიერ დაშვებული კატასტროფული შეცდომები.
რაც შეეხება ოპოზიციასთან სამუშაო მაგიდაზე დაჯდომას იმ ხალხთან ერთად, რომელიც სამი თვე „აბოლებდა“ ამომრჩეველს? – არა, არანაირი სურვილი არ მაქვს. ხომ დავსვი კითხვა, რასაც ამბობდნენ ს შემდეგ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციაზე იყო სისულელე? -იყო! რასაც ამბობდნენ სტაბილიზაციაზე, იყო სისულელე? – იყო! რასაც ამბობდნენ არითმეტიკულად იყო სისულელე? – იყო! 20%-იან მერს აჩუქეს ეს ქალაქი? – აჩუქეს! მილიარდზე მეტი ბიუჯეტი აჩუქეს „ქოც“ კორუმპირებულ რუსს? – აჩუქეს! გააძლიერეს ამით ეს რეჟიმი? – რასაკვირველია, გააძლიერეს! საერთოდ არ მინდა არანაირი ფორმატი ადამიანებთან, რომლებიც არ აზროვნებენ. ამ პლატფორმებმა რაიმე შედეგი აქამდე მოგვცა? სალომე ზურაბიშვილს ვფიქრობ, ჰქონდა გარკვეული ინტერესი მერობასთან დაკავშირებით. ისიც კი ვერ მოხდა, ზურაბიშვილთან შექმნილ ფორმატში კონსულტაცია მომხდარიყო და დამდგარიყო მერობის კანდიდატად, როგორც მას სურდა. ისიც კი ვერ მოხდა, სალომე ზურაბიშვილი დაგვეყენებინა მერობის კანდიდატად და მთელს ქვეყანას გვებრძოლა მის გვერდით. ეგრე უნდა გვებრძოლა და მერიაში დღეს კი არ იჯდებოდა, არამედ გვეყოლებოდა ქართველი, პროქართველი მერი, რომელსაც მანდატი 20% კი არ ექნებოდა, 60-65% ექნებოდა,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გარდა ამისა, გრიგოლ გეგელიამ 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო „პოლიტიკური ავანტიურა და კატასტროფული შეცდომა“.
„4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, კი, ეს იყო პოლიტიკური ავანტიურა. უფრო შორსაც წავიდოდი და ვიტყოდი, რომ ეს იყო კატასტროფული შეცდომა. ვფიქრობ, რომ, ზოგადად, 4 ოქტომბერი იყო ძალიან დიდი შეცდომის გამოხატულება, რაც დაუშვა ოპოზიციის ნაწილმა, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც არ გამოიყენა ბრძოლის ის ინსტრუმენტი, რომელიც ვიცით, რომ გაამართლებდა. ეს ჩვენ ვიცით სტატისტიკური თვალსაზრისითაც და შედეგებიც ამას მოწმობს. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკოსთა ნაწილმა აიღო პასუხისმგებლობა ისეთ პროცესზე, რომელიც კარგ შემთხვევაში, ვერ მართა და ცუდ შემთხვევაში, მართა ისე კატასტროფულად, რომ ეს პროტესტსაც და მათაც პიროვნულად შეეხოთ. უდიდესი მწუხარებით ვამბობ ამას. ამ ხალხს ვიცნობ, მათ შორის, ს ყველაზე კარგად და უდიდეს პიროვნულ მწუხარებას მგვრის, რომ პაატა ამ მდგომარეობაშია აღმოჩენილი. არის პატიმრობაში და შესაძლოა, ემუქრებოდეს 9 წელი. დაკავებულთა ოდენობა რამდენ ადამიანზე ავიდა?… იცით რა მაქვს სათქმელი? – რაციონალური გეგმა უნდა არსებობდეს, ჩვენ ამას ვამბობდით 3 თვის განმავლობაში. სად არის რაციონალური გეგმა? – 3 თვე ვამბობდით ამას. რა იყო პასუხი? – აღარ გავიმეორებ, როგორი ტიპის ეპითეტები მოდიოდა მეორე მხრიდან. ამ არჩევნებმა აჩვენა ის, რომ კალაძე არის 20%-იანი მერი. აჩვენა ის, რომ იმ შედეგებით, რაც მან დადო, რეალურად, მას ექნებოდა 37% და არა 71%. ეს არის ელემენტარული არითმეტიკა. ხალხი რომ მოსულიყო არჩევნებზე და ეს პატივცემულები გამოსულიყვნენ არჩევნებზე. ეს არის ფაქტი. 20%-იან მერს გავატანეთ მილიარდზე მეტი ბიუჯეტი. საზოგადოებასთან მე არ მაქვს პრობლემა. პრობლემა მაქვს მასთან, ვინც ეს საზოგადოება განაწყო არასწორად და არ მიიყვანა არჩევნებზე. მაგ ხალხთან მაქვს პრობლემა. შემდეგ მათმა ნაწილმა კიდევ უფრო შორს წაიყვანა და მათ ნაწილს 9 -წლიანი სასჯელი ემუქრება. ეს სწორია? ამ დღეს რეალურად ჩვენ მივიღეთ ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერება. ეს მართლაც ავანტიურისტული პროპაგანდა ჰქონდა ს, სადღაც ტყეში არის ჩაფლული იარაღი, და ლატვია არიან შეთქმულები, რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, მე არც კი ვუშვებ ამას, მაგრამ თუნდაც კადრის დონეზე მან ახლა მიიღო სალაპარაკო და ძალიან დიდხანს ილაპარაკებს კობახიძე ამაზე. კიდევ ბევრ ადამიანს დააკავებს. ეს იყო რეჟიმთან ბრძოლის გამოხატულება? – არა!
ძალიან ფრთხილი და სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ფრთხილი არ ნიშნავს მშვიდს ყოველთვის, თუმცა ნიშნავს მშვიდობიანს. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას და გააზრებას. თუ ჩვენს ნაბიჯებს შეეწირება რაღაც უფრო მეტი, რაღაც უფრო დიდი და ჩვენი საერთო ბრძოლა, ეს კრიტიკაზე კი არ გადის, ვის ვინ მოსწონს, ეს უკვე გადის ჩვენს სიცოცხლესა და თავისუფლებაზე და ამ ერის მომავალზე. არ მგონია, რომ შეცდომის დაშვების უფლება გვაქვს. ისეთ ბრძოლაში ვართ, აქ შეცდომას რომ უშვებ, ეს ძვირი უჯდება მარტო შენს თავს კი არა, ან შენს ახლობლებს, ოჯახს, მეგობრებს, პარტიას, არამედ მთელს ერს, ამ ქვეყანას. ამიტომ ვარ ძალიან ხისტი, ვიქნები ხისტი ყველა შემდეგ შეფასებაში, ყველა შემდეგი თვე. სამი თვე არ ვლაპარაკობდით ბევრ ვიღაცაზე. ამ ბრძოლის ინტერესების გამო, არასდროს აღარ გავჩერდები. ყველას ვუპასუხებ და დავარქმევ სახელს. ბოიკოტი იყო შეცდომა. ახლა რომ ამბობენ, „ლელომ“ ხმები დაკარგაო. ხმები კი არ დაკარგა, პოლიტიკის ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ედრება წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და არა საპარლამენტოს. ახლა მერად ჰყავთ 20%-იანი მერი, მაგ კაცს როგორ უნდა გაატანო 70%-იან ოპოზიციურ ქალაქში რაიმე? არჩევნებში გასვლის წინააღმდეგ მაქვს მიცემული პარტიის პოლიტსაბჭოზე ხმა, მაგრამ თბილისში რომ ოპოზიციას ერთობლივად უნდა ებრძოლა, ეს იყო 2×2 = 4. კალაძეს 37% ექნებოდა და ჩვენ 60%-მდე. გარანტირებული გამარჯვება გვქონდა.
რაც შეეხება „ლელოს“ შედეგს, 2021 წელს მიღებული ხმები, პრაქტიკულად გაორმაგდა. ეს რა სიხარულს უნდა გვგვრიდეს? მერი არის კალაძე, კორუმპირებული მავნებელი, ადამიანებს პანტაპუნტით იჭერენ, მოხდა პოლიტიკური ავანტიურა, რამაც მხოლოდ გააძლიერა რეჟიმის პროპაგანდა და ამ პროპაგანდის კვალდაკვალ ხვალ შეიძლება თქვენ ან მე მომადგნენ სახლში, თქვას რომ თქვენც იყავით შეკრული ვიღაცასთან. „ქოცი“ როგორ უნდა გააძლიერო შენი რომელიმე ქმედებით?!“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.