გრიგოლ გეგელია – მაკა ბოჭორიშვილმა გუშინდელი განცხადებით კიდევ ერთხელ მოკლა ანაკლია და დაადასტურა, რომ ეს რეჟიმი რუსულ დავალებას ასრულებს

მაკა ბოჭორიშვილმა გუშინდელი განცხადებით კიდევ ერთხელ მოკლა ანაკლია და დაადასტურა, რომ ეს რეჟიმი რუსულ დავალებას ასრულებს – უსამშობლოა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდებს, მაგრამ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე საუბრისას უმთავრეს გეოპოლიტიკურ კოზირს შეგნებულად აუფასურებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც გეგელიამ განაცხადა, ბოჭორიშვილის განცხადება შემთხვევით წამოცდენილი ფრაზა არ არის და „მიზანმიმართულ მავნებლობას“ წარმოადგენს.
„მაკა ბოჭორიშვილმა გუშინდელი განცხადებით კიდევ ერთხელ მოკლა ანაკლია და დაადასტურა, რომ ეს რეჟიმი რუსულ დავალებას ასრულებს. ბოჭორიშვილმა ხაზი გადაუსვა საქართველოს როლს და ეროვნულ ინტერესს, როდესაც განაცხადა, რომ თურმე ყველაზე დიდი სტრატეგიული ქართული პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან. სინამდვილეში ანაკლიის პორტი არის საქართველოს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების უმთავრესი საყრდენი. ანაკლიის პროექტი მოგვიტანდა მილიარდობით ინვესტიციას და შემოსავალს, ათობით ათას სამუშაო ადგილს. ამ ფონზე რელევანტურია ისიც, რომ მხოლოდ ჩინეთსა და ევროპულ კავშირს შორის ვაჭრობა 700 მილიარდს აჭარბებს. ანაკლია მოგვიტანდა ათობით ათას სამუშაო ადგილს, გარანტირებულ უსაფრთხოებას და ნამდვილ მშვიდობას. ანაკლია რასაკვირველია, უნდა იყოს საქართველოს კარიბჭე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახალ ადგილს მიანიჭებს მსოფლიო რუკაზე და შეაკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ანაკლია აქცევდა ჩვენს სახელმწიფოს რეგიონის წამყვან ძალად, ისვე როგორც 90-იან წლებში ბაქო-ჯეიჰანის პროექტმა შესძინა საქართველოს ახალი სტრატეგიული ფუნქცია. ეს არის ის პერსპექტივა, რომელსაც ბოჭორიშვილი და თვითმარქვია რეჟიმი მიზანმიმართულად კლავს, ეს არის იმ მასშტაბის გეოპოლიტიკური პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტი, რომელზეც ბოჭორიშვილი ბედავს, თქვა, რომ ეს თურმე არ ყოფილა გეოპოლიტიკურად რელევანტური პროექტი.
ბოჭორიშვილის განცხადება, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევით წამოცდენილი ფრაზა, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ მავნებლობას, რომელიც კიდე ერთხელ აშიშვლებს „ქოცების“ სახელმწიფოს მიერ საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ გატარებულ მრავალწლიან ანტიეროვნულ პოლიტიკას. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც -ის კონგრესი განიხილავს სტრატეგიულ პორტებში ჩინეთის გავლენის ზრდას. სწორედ უსამშობლოა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდებს, მაგრამ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე საუბრისას საქართველოს ხელთ არსებულ უმთავრეს გეოპოლიტიკურ კოზირს არათუ ქვეყნისთვის სასიკეთოდ იყენებს, არამედ შეგნებულად აუფასურებს, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ნაცვლად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ხელი შეეწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულებისთვის, რაც შექმნიდა ათობით ათას სამუშაო ადგილს და საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გააათმაგებდა, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პორტის პროექტის ჩასაძირად, მათ შორის ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღძვრით თვითმარქვია ხელისუფლება დღემდე იჩემებს, რომ სურს პორტის პროექტის დასრულება, რაც არის სრული სიცრუე და ამას ადასტურებს ისიც, რომ 6 წლის თავზე მათ ინვესტორი არ ჰყავთ მონახული და შემოყვანილი, არამედ პორტამდე მისასვლელი გზაც კი არ აუშენებიათ, რაც უარესია, არც წლევანდელ, 2025 წლის ბიუჯეტში არ არის მოაზრებული ამ გზის აშენებისთვის საჭირო თანხები. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური, რომ რუსეთს დამონებული თვითმარქვია რეჟიმი არასდროს აპირებდა აეშენებინა და არც ახლა აპირებს, რომ ააშენოს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად აუცილებელი პორტის პროექტი, რადგან, ეს პროექტი არ არის თანხვედრაში ს პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და ეკონომიურ ინტერესებთან.
ჩვენ, თავისუფალმა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თვითმარქვია ბოროტმოქმედი რეჟიმი დასრულდეს დროულად და ჩვენ გვყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ეროვნული კურსი განხორციელდეს, რათა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი დასრულდეს და გაიმარჯვოს ქართველების გეოპოლიტიკურმა და საგარეო არჩევანმა“,- განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში, პანელურ დისკუსიაზე -„ხედვა კავკასიიდან“ ინფრასტრუქტურულ და დაკავშირებადობის პროექტებზე და მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი საქართველოში – სა და ს, ორივე მუშაობს, თუმცა დიდი გემებისთვის ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არ არის რესურსების სრული ათვისებისთვის, ამიტომაც დაიწყო ანაკლიის პროექტი. არ დავაკავშირებდი მას გეოპოლიტიკასთან, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის განცხადებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.