გრიგოლ გეგელია ევროკავშირთან დიალოგის შეხვედრის გაუქმებაზე – ვხედავთ ეჭვს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა დელეგაციაში ჩაესვა პირი, რომელიც სანქცირებულია, თუ ეს ასეა, ეს არის „ქოცურ-რუსული“ ცინიზმის გაგრძელება – ჩვენ ვუყურებთ „ქოცური“ პოლიტიკის შედეგებს

ჩვენ ვუყურებთ „ქოცური“ პოლიტიკის შედეგებს, რომლის გამოც საქართველო აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი,- ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადება.
მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ევროკავშირთან გაფართოების დღის წესრიგის აღდგენა, თუკი ხელისუფლების კურსი შეიცვლება.
„ქართული ოცნება“ აღარ არის წარმოდგენილი არც ამ ფორმატში, რადგან პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის გამტარი. მისით აღარ ინტერესდება არავინ, მეტიც საქართველოს გაფართოების დღის წესრიგი პრაქტიკულად შეჩერებულია. ჩვენ ვხედავთ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა დელეგაციაში ჩაესვა პირი, რომელიც არის სანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თუკი ასეა, ეს არის „ქოცურ-რუსული“ ცინიზმის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებების განსახილველად გზავნი ისეთ პირს, რომელიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული. ჩვენ ვუყურებთ „ქოცური“ პოლიტიკის შედეგებს, რომლის გამოც საქართველო აღარ არის გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენით აღარ არის დაინტერესებული ძირითადი პარტნიორები. ყველა მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამ გაფართოების დღის წესრიგის აღდგენა, თუკი დადგენილი კურსი შეიცვლება და ანტიევროპული რეჟიმი შეიცვლება“,-განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა