გრიგოლ გეგელია – დღეს ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია და ასე დარჩება, ვიდრე ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმში „ქართული ოცნება“ – რუსული კოშმარის კრიმინალური ბანდფორმირება

დღეს ევროპული ინტეგრაცია საერთოდ დასრულებულია და ის ასე დარჩება მანამ, სანამ ამ ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმში ე.წ. „ქართული ოცნება“, სინამდვილეში კი რუსული კოშმარის კრიმინალური ბანდფორმირება, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშს ეხმაურება.
გრიგოლ გეგელიას თქმით, დაემხო „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მითი, რომლის თანახმადაც მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია 2028 წელს, 2030 წელს თუ შემდგომ პერიოდში.
„მინდა, გამოვეხმაურო უმძიმეს და მართლაც გამანადგურებელ დასკვნას, რომელიც დღეს მოისმინა სრულიად საქართველომ და ცივილიზებულმა მსოფლიომ. დღეს ევროკომისარმა გაფართოების მიმართულები ისევე, როგორც ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში ევროპული კავშირის ელჩმა, ბატონმა ჰერჩინსკიმ, ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არც ცუდი და მით უმეტეს, არც კარგი ევროინტეგრაციის პროცესი აღარ მიმდინარეობს. დღეს ევროპული ინტეგრაცია საერთოდ დასრულებულია და ის ასე დარჩება მანამ, სანამ ამ ქვეყანას მართავს დე ფაქტო რეჟიმში ე.წ. „ქართული ოცნება“, სინამდვილეში კი რუსული კოშმარის კრიმინალური ბანდფორმირება.
დაემხო „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მითი, რომლის თანახმადაც მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია 2028 წელს, 2030 წელს თუ შემდგომ პერიოდში. ევროკავშირის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეწყვეტილია, სანამ არ დასრულდება „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მმართველობა, სანამ არ შეწყდება დემოკრატიული უკუსვლა, სანამ არ გაჩერდება ანტიევროპული დეზინფორმაციის კამპანია,სანამ არ შეწყდება ძირითადი უფლებების სრული ეროზია და ფეხქვეშ გათელვა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.