გრიგოლ ბესელია პოლიციაში აღარ მუშაობს – Netgazeti

გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს.
ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ უწყებაში დაუდასტურეს, თუმცა მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია 2025 წლის მაისში დაინიშნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო — პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს.
ბესელია „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის. მან მზიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებაც მისცა.
გრიგოლ ბესელია „ოცნების“ იმ თანამდებობის პირებს შორისაა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.