გრიგოლ ბესელიას მუქარაში ადანაშაულებენ – აქცია აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

მთავარი არხის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 36 წლის ბათუმელი ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. ისინი სამმართველოს უფროსს, გრიგოლ ბესელიას ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ბესელიამ დანიშვნის შემდეგ, ავთანდილ კომახიძის დევნა დაიწყო და შეუთვალა რომ ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა. ამ დროისათვის კომახიძე თურქეთში იმყოფება და სურვილის მიუხედავად, საქართველოში ვერ ბრუნდება. აჭარის სამმართველოსთან შეკრებილები გრიგოლ ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან არავინ გამოსულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!