გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა.
შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ გაასაჯაროვეს.
ბესელია აჭარის პოლიციის უფროსად 2022 წელს დაინიშნა.
