გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა.
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. სამუშაოები გრძელდება.
დარჩენილ 3-კილომეტრიან მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი აფხაზ სასულიერო პირთან შეხვედრაზე: ჩემთვის ეს იყო მაგალითი იმ სიყვარულისა, რომელიც მიუხედავად პოლიტიკოსების თუ საზოგადოების მიერ დაშვებული შეცდომების, არის პატრიარქის, ილია მეორის სიყვარულის გამოძახილი