გრეტა ტუნბერგი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით სასამართლოში წარსდგა

1-ელ თებერვალს გრეტა ტუნბერგი, ოთხ კლიმატის აქტივისტთან ერთად, სასამართლო დარბაზში გამოჩნდა. მათ ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ. ხუთივე მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.
კლიმატის აქტივისტები 2023 წლის 17 ოქტომბერს ნავთობისა და ბუნებრივი აირის კონფერენციის გარეთ იმყოფებოდნენ, სადაც პოლიციის მოწოდებებს არ დაემორჩილნენ. პოლიციამ აქტივისტები გააფრთხილა, პროტესტი გამოყოფილ ადგილზე გაეგრძელებინათ, თუმცა, გამპროტესტებლებმა სასტუმროს შესასვლელის გადაკეტვა მაინც სცადეს. თუკი მათ სასამართლო დამნაშავედ ცნობს, ისინი, არაუმეტეს, $3 160 რაოდენობის ჯარიმას მიიღებენ.
სასამართლო სხდომის შემდეგ გრეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, თუ ვინ არის “ნამდვილი მტერი”.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ვდგავართ, მსოფლიოში კლიმატის, ბუნებისა და ადამიანის უფლებების აქტივისტებზე სამართლებრივი დევნა, ზოგჯერ გასამართლება და დასჯაც მიმდინარეობს, რადგან ისინი მეცნიერების მიხედვით მოქმედებენ. უნდა გვახსოვდეს, თუ ვინ არის ნამდვილი მტერი”. – თქვა ტუნბერგმა სასამართლოს გარეთ.