გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დანიის მეფეს შეხვდება

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი დანიის მეფეს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუტე ეგედე დანიის მეფეს, ფრედერიკ X-ს დღეს კოპენჰაგენში შეხვდება.
გასულ თვეში, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა გრენლანდიაზე კონტროლის შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.
შეგახსენებთ, -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: „არა“.
„არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა