გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი – გრენლანდია არ იყიდება

გრენლანდია არ იყიდება , – ამის შესახებ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, კუნძული გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარზე საპასუხოდ.
„გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. თავისუფლებისთვის ჩვენს ხანგრძლივ ბრძოლაში არ დავმარცხებით“, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
კვირას, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიაში ელჩად კენ ჰაუერი წარადგინა და აღნიშნა, რომ გრენლანდიაზე კონტროლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო.
„ეროვნული უსაფთხოებისთვის და მთელ მსოფლიოში თავისუფლებისთვის, აშშ თვლის, რომ გრენლანდიაზე საკუთრების უფლება და კონტროლი აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია