გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სურთ აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა არა შეერთებული შტატების ნაწილად ყოფნა

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე აცხადებს, რომ სურთ მჭიდრო ურთიერთობა -თან, თუმცა არა შეერთებული შტატების ნაწილად ყოფნა. ამის შესახებ ეგედემ „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ეგედეს თქმით, გრენლანდია ყოველთვის იქნება ამერიკისთვის ძლიერი პარტნიორი.
ჟურნალისტმა ეგედეს ასევე ჰკითხა, დაუჭერდნენ თუ არა გრენლანდიელები მხარს დანიისგან დამოუკიდებლობას, რაზეც მან დადებითად უპასუხა.
„დიახ, მაგრამ ეს გრენლანდიელი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როდის მოგვინდება დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ გრენლანდია თუ გადადგამს ამ ნაბიჯებს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დასავლური ალიანსის წევრი და ძლიერი პარტნიორი აშშ-თვის, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა“, – აღნიშნა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
1tv.ge