გრენლანდიის პრემიერი – გრენლანდია ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ გადაწყვეტილებებს აქ ვიღებთ

გრენლანდია ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ გადაწყვეტილებებს აქ ვიღებთ, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.
„ყოველთვის ვიბრძოლებ ჩვენი თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლებისთვის, რათა ჩვენი მომავალი თავად განვსაზღვროთ“, – წერს ნილსენი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ასევე, მისი თქმით, წუხს იმის გამო, რომ „-ის პრეზიდენტმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა“.
„მსგავს სიტყვებს ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოებისა და ძალაუფლების საკითხამდე დაჰყავს. ჩვენ საკუთარ თავს ასე არ აღვიქვამთ და ჩვენ შესახებ ასე საუბარი არ შეიძლება“, – აღნიშნა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რამაც დანიისა და გრენლანდიის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. დანიისა და გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამაც გამოხატეს.
ამასთან, დღეს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული