გრენლანდიის მთავრობა – გრენლანდია დანიის ნაწილი და ნატო-ს წევრია

გრენლანდია დანიის ნაწილი და ნატო-ს წევრია, – ამის შესახებ გრენლანდიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გრენლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ -ის სურვილს, კუნძულზე კონტროლი დაამყაროს „ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებს“ და „ძალისხმევას გააძლიერებს, რათა მისი ტერიტორიის დაცვა ნატო-ს ფარგლებში განხორციელდეს“.
„ნატო-ს ყველა წევრს, მათ შორის -ის, გრენლანდიის თავდაცვის მიმართ საერთო ინტერესი აქვს, ამიტომ გრენლანდიის სამთავრობო კოალიცია სთან ერთად იმუშავებს, რათა გრენლანდიის თავდაცვის საკითხებზე დიალოგი ნატო-ს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გრენლანდიის მთავრობა „მიიჩნევს, რომ გრენლანდია მუდმივად დასავლური თავდაცვითი ალიანსის ნაწილი იქნება“.