„გრენლანდიის გამო -ს სამხედრო გზით არავინ დაუპირისპირდება“ – თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა განაცხადა.
სტივენ მილერი არ ფიქრობს, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება იქნება საჭირო.
როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, გრენლანდიის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო გზით არავინ დაუპირისპირდება.
„რეალური კითხვა ისაა, თუ რა უფლებით ამტკიცებს გრენლანდიაზე კონტროლს? რა არის მათი ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი? რა არის იმის საფუძველი, რომ გრენლანდია დანიის კოლონია იყოს? ნატო-ს ძალაა. იმისათვის, რომ აშშ-მა უზრუნველყოს არქტიკული რეგიონის უსაფრთხოება, დაიცვას ნატო და ნატო-ს ინტერესები, აშკარაა, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა მილერმა.