გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს მშვიდობისთვის – ვფიქრობ, დანიას ესმის ეს – ტრამპი

ჩვენ გვჭირდება გრენლანდია, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, რომ გრენლანდია გვქონდეს, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„თუ ახლა გრენლანდიას შეხედავთ, თუ სანაოსნო გზებს დააკვირდებით, იქ ჩინური და რუსული გემებია მრავლად და ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ დავეყრდნობით დანიას ან ვინმე სხვას ამ სიტუაციის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის მნიშვნელობას საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
„და ჩვენ არ ვსაუბრობთ მშვიდობაზე შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მშვიდობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს მშვიდობისთვის, არა ჩვენთვის, არამედ მმსოფლიოს მშვიდობისთვის და ვფიქრობ, დანიას ესმის ეს, ვფიქრობ, ევროკავშირს ესმის და თუ არ ესმით, ჩვენ მოგვიწევს მათთვის ამის ახსნა“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო