გრენლანდია, ევროკავშირსა და აშშ-ს ჩინეთთან თანამშრომლობით ემუქრება – Financial Times
აშშ-ისა და ევროპის სამთო კომპანიებმა „უნდა იჩქარონ და ინვესტიციები ჩადონ“ გრენლანდიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის ჩინეთისგან, დახმარების მოძიება მოუწევს თავისი მინერალური სიმდიდრის განვითარებისთვის, განუცხადა ბიზნესის, ვაჭრობის, მინერალების, იუსტიციისა და გენდერული თანასწორობის მინისტრმა, ნააია ნათანიელსენმა Financial Times-ს.
„ჩვენ გვსურს ჩვენი ბიზნეს სექტორის განვითარება და მისი დივერსიფიკაცია და ამისთვის გარედან ინვესტიციები გვჭირდება“, – თქვა მან. — „ჩვენ ნამდვილად გვსურს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. მაგრამ თუ ისინი არ მოვლენ, ვფიქრობ, სხვა რამ უნდა ვეძებოთ.“
ნათანიელსენმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის (2017-2021) დროს იყო ხელმოწერილი, იწურება და გრენლანდია უშედეგოდ ცდილობს გაარკვიოს ვაშინგტონის განზრახვები.
