გრენლანდიაზე აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ცნობების შეგროვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

გრენლანდიაზე -ის მხრიდან სადაზვერვო ცნობების შეგროვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს
გრენლანდიაზე აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ცნობების შეგროვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მეგობრებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობა არ უნდა აწარმოონ.
ამერიკული მედიის თანახმად, ვაშინგტონმა გრენლანდიაში სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება გააძლიერა. მედიის ცნობით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის დაქვემდებარებაში მყოფმა რამდენიმე მაღალჩინოსანმა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს „გაუგზავნა შეტყობინება“, რომლებსაც შემდგომში დაევალათ გრენლანდიის დამოუკიდებლობის მოძრაობისა და დანიის ტერიტორიაზე აშშ-ის რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული განწყობების შესწავლა.
1tv.ge