„გრემის“ გამარჯვებულებს შორის ბილი აილიში და ტეილორ სვიფტი არიან

ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესტიჟული ამერიკული მუსიკალური პრემიით, „გრემით“ დაჯილდოების 66-ე ცერემონია. წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს ბილი აილიშის What was I made for? ის დაიწერა ფილმისთვის „ბარბი“.
საუკეთესო ალბომისთვის Midnights „გრემი“ მიიღო მომღერალმა ტეილორ სვიფტმა. მას კარიერის განმავლობაში უკვე 14 „გრემი“ აქვს, მათ შორის 4-ჯერ წლის ალბომისთვის.
საუკეთესო როკ-ალბომად აღიარეს ჯგუფ Paramore-ის This is Why. რეპის საუკეთესო შესრულებისთვის „გრემით“ დააჯილდოვეს მაიკლ სანტიაგო რენდერი, რომლის ფსევდონიმია Killer Mike. საკეთესო ჩანაწერისთვის „გრემი“ მიიღო მომღერალმა მაილი სიარუსმა(კომპოზიცია Flowers). წლის საუკეთესო დებიუტანტი გახდა ამერიკელი ვიქტორია მონე.
ნომინანტები სულ 94 კატეგორიაში იყვნენ წარდგენილი 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გამოსული სიმღერებისა და ალბომებისთვის.
„გრემი“ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდოა, რომელიც 1958 წლიდან გაიცემა.

ასევე დაგაინტერესებთ