გრაციანი კვარაცხელიაზე: როდესაც პსჟ დაგირეკავს, ამხელა თანხას და პერსპექტივას შემოგთავაზებს, უარის თქმა ძნელია

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ Sportmediaset-თან ს „ნაპოლიდან“ პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:
„როდესაც კონტემ კვარაცხელია შეცვალა, მისი უკმაყოფილება კილომეტრიდანაც შესამჩნევი იყო. თუმცა, მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: „ამ თვეებში მხარეების პოზიციების დასაახლოვებლად დიდი ძალისხმევა გავიღე, რათა კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მიეღწიათ. ჩემი აზრით, კვარაცხელიასთვის ხელშეკრულება ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გაეგრძელებინათ და ამდენი ხანი დახანება საჭირო არ იყო. ჩვენ ყველას შეგვიძლია სიტუაცია ისე ავხსნათ, როგორც გვინდა.
თუმცა, როდესაც პსჟ-დან დაგირეკავენ და იმაზე გაცილებით მეტ ფულს
შემოგთავაზებენ, რასაც „ნაპოლიში“ იღებ, გაცილებით მეტი პერსპექტივა გაქვს და ამბიციები, ბუნებრივია უარის თქმა ძნელია. მე „კვარას“ წასვლა მართებულად მიმაჩნია. მან ეს კონტეს ძალიან გარკვევით აუხსნა. ტრანსფერით ყველა კმაყოფილი დარჩება, მარტო ფეხბურთელი კი არა. კლუბი 85-90 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კონტე ამ თანხის ნაწილით შემადგენლობას გააძლიერებს“.
რა არ იცოდნენ? ეს ყველაფერი,დე ლაურენტისმა, და იტალიელმა ჟურნალისტებმა,ან გამოჩენილმა იტალიელმა ფეხბურთელებმა,მათ შორის გრამიანიმ,კალაძე რომ შეიკლა მინდორზე,თავისი სიუხეშით,იცოდენ, რომ გუნდში ხვიჩა მეცხრამეტე იყო ხელფასის ოდენობით სხვებთან შედარებით,რომ გუნდის ლიდერი იყო ამავ დროს.ეს სიტუაცია ბიზნეს სიწუწკე და ქართველისათვის უპატივცემლობა იყო,ეხლა რა გაერკვნენ?,ასეთ რაღაცეების შეჩენა არ შეიძლება,რაც არ უნდა ძალა გედგას მოწინააღმდეგედ,მშვიდობით უნდა გაეცალო,სადაც არა სჯობს,გაცლა სჯობსო -ქართული ანდაზისამებრ.