გრანტ შაპსი: მშვიდობის ეპოქა დასრულდა

„მშვიდობის ეპოქა დასრულდა. ჩვენ გადავედით ომამდელ სამყაროში“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ლანკასტერ ჰაუსში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს ახალ ეპოქაში ბრიტანეთის როლზე ისაუბრა. მათივე თქმით, შაპსმა აღნიშნა რომ 2024 წელი უკრაინისთვის შესაძლოა გადამწყვეტი წელი გახდეს.

„ჩვენი ოპონენტები ახლა უფრო მეტად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ ვნახეთ, რომ ირანელი მარიონეტები ანადგურებდნენ ისრაელს ზღვამდე. რუსეთმა და ჩინეთმა გამოაცხადეს უსაზღვრო პარტნიორობა და რეგულარულად ატარებენ ერთობლივ წვრთნებს. ასეთმა მეგობრობამ სამყარო უფრო სახიფათო გახადა,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა