გრანთ თორნთონსა და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება – Welcome to georgia შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

მიმდინარე წლის 9 ივლისს, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და Welcome to Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და კონკურსის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ. გრანთ თორნთონი, როგორც დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, Welcome to Georgia-ს დაეხმარება პროექტის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვაში.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, გრანთ თორნთონის პროფესიონალების გუნდი აქტიურად არიან ჩართული ყოველწლიური კონკურსის ორგანიზებისთვის საჭირო აქტივობებში, კერძოდ შემდეგი მიმართულებებით:
· შეფასების სისტემის მართვა – პროფესიონალური სტანდარტების დანერგვა და ობიექტური შეფასების უზრუნველყოფა
· შეფასების ეტაპების ერთობლივი დაგეგმვა და იმპლემენტაცია – სტრატეგიული მიდგომა კონკურსის ორგანიზაციისადმი
· საკომუნიკაციო ფორმატის შემუშავება – საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით
· ჟიურის წევრებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია – ექსპერტთა ეფექტური მუშაობის ორგანიზება
· კითხვარების ერთობლივი განხილვა და შეფასების ქულების მინიჭება – გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა
· კონკურსანტების დაჯილდოების პროცესში მონაწილეობა – ჟიურის რანგში აქტიური ჩართულობა
პაატა შურღაია, გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი: “გრანთ თორნთონი არაერთხელ ყოფილა ჩართული სხვადასხვა რეიტინგებისა და კონკურსების მონაწილე; ჩვენსა და Welcome to Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსს შორის თანამშრომლობა წელს პირველად შედგა და ვიმედოვნებთ ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ კონკურსის უმაღლეს დონეზე ჩატარებაში. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობა უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და კულტურული კუთხით. ამ პროექტში ჩვენი ჩართულობა ეხმარება ინდუსტრიის საუკეთესო მაგალითების იდენტიფიცირებასა და წარმოჩენას, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი სფეროს მომავალი განვითარებისთვის სტანდარტების ამაღლებას.”
მაია სიდამონიძე, Welcome to Georgia ასოციაციის ხელმძღვანელი: “გრანთ თორნთონთან თანამშრომლობა ახალ ეტაპს ნიშნავს ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში. მათი საერთაშორისო ექსპერტიზა და პროფესიონალური მიდგომა ხელს შეუწყობს Welcome to Georgia დაჯილდოების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას და საქართველოს ტურიზმის სფეროს გლობალურ დონეზე წარმოჩენას. ეს არის ისტორიული ნაბიჯი ჩვენი 10-ე საიუბილეო ცერემონიისთვის მომზადებაში. გრანთ თორნთონის, როგორც საერთაშორისო დონის კომპანიის მხარდაჭერით, შევძლებთ არა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბით, არამედ რეგიონულ დონეზეც ვასახელოთ ჩვენი საქმიანობა და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას შევუწყოთ ხელი.”
ეროვნული ტურიზმის დაჯილდოების ნომინაციებში აპლიკაციების მიღება 2025 წლის მაისში დაიწყო. ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის პროფესიონალებსა და კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ სხვადასხვა კატეგორიაში, რომელიც მოიცავს ინდუსტრიის მრავალფეროვან სექტორებს. ფინალისტები და გამარჯვებულები გამოცხადდება 10-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიაზე, 2025 წლის 25 სექტემბერს.

გრანთ თორნთონის შესახებ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000 თანამშრომელი, 150 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
Welcome to Georgia ეროვნული დაჯილდოების შესახებ
Welcome to Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ყოველწლიურ კონკურსს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარებას და ქვეყნის, როგორც ტურისტული დანიშნულების, პოპულარიზაციას.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაჯილდოვდა უამრავი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
· დაარსდა 2015 წელს, როგორც საქართველოს პირველი პროფესიული ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა;
· ბოლო ათწლეულში გამოვლინდა 1000-ზე მეტი ნომინანტი სხვადასხვა კატეგორიაში;
· ტურიზმის სხვადასხვა სექტორებში დაჯილდოვდა 300-ზე მეტი გამარჯვებული;
· პროექტის მხარდამჭერია 150-ზე მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი;