ნოემბრის ბოლო კვირა ტრადიციულად „შავი პარასკევის“ დადგომას გვამცნობს – ეს არის დღე, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს სასურველი ნივთების ყველაზე დაბალ ფასად შესაძენად.
ამ მასშტაბურ ფასდაკლებების დღესასწაულს საქართველოში ყოველწლიურად აქტიურად უერთდება მოტო მაღაზია „პიტსტოპ მოტოც“ და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოტოციკლები, ეკიპირება და მოტო აქსესუარები საუკეთესო ფასად შეიძინონ.
წელს კი კომპანია გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს 3 იტალიური ბრენდის მოპედებსა და ეკიპირებაზე.
ამიტომ მოემზადეთ, შეარჩიეთ სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ფასდაკლებებით 28, 29, 30 ნოემბერს.
ფასდაკლებები მოტოციკლებზე – 10%-დან 25%-მდე დანაზოგი სხვადასხვა ტიპის მოდელებზე
“პიტსტოპ მოტოს” “შავი პარასკევის” შეთავაზება მოიცავს 10%-დან 25%-მდე ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდისა და დანიშნულების მოტოციკლებზე. აქციის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი მწარმოებლების პროდუქციის შეძენა:
· Moto Guzzi – ლეგენდარული იტალიური მწარმოებლის ტურისტული მოტოციკლები ხელმისაწვდომია 20%-იანი ფასდაკლებით, ხოლო მათი კრუიზერის ტიპის მოდელები – 25%-იანი შეღავათით.
· Hanway – ბრიტანული ბრენდის მოტოციკლები 25%-იანი დანაზოგით შეგიძლიათ შეიძინოთ.
· YCF – ფრანგული კომპანია, რომელიც საუკეთესო Off-road მოტოციკლებს მწარმოებს. მათი პროდუქციის შერჩევა შესაძლებელია 10-20%-იანი ფასდაკლებით.
· Pony – პრაქტიკული ქალაქის მოტოციკლები, რომლებიც იდეალურია ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ხელმისაწვდომია 10%-იანი შეღავათით.
20-25%-იანი ფასდაკლება მოპედებზე – Vespa, Piaggio, Aprilia
“პიტსტოპ მოტოს” შავი პარასკევის აქცია ვრცელდება მოტოინდუსტრიის სამ ყველაზე ცნობილ იტალიურ ბრენდზე. 20%-იანი ფასდაკლებით, თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ ევროპული ხარისხის სრულიად ახალი მოპედები:
· Piaggio: მოპედი 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ. მოპედი იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას პრაქტიკულობას, საიმედოობასა და გამძლეობას ანიჭებს. Piaggio-ს მოდელები გამოირჩევა ინოვაციური ტექნიკური ფუნქციონალით და საუკეთესოა ყოველდღიური გადაადგილებისთვის;
· Vespa: “ვესპა” შავი პარასკევის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ. ის მსოფლიოს საკულტო სკუტერია, რომელიც კლასიკური და ელეგანტური სტილით გამოირჩევა. მისი უპირატესობა სწორედ ლეგენდარული დიზაინია, რაც მას ქალაქში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილების იდეალურ საშუალებად აქცევს;
· Aprilia: “აპრილიას” სკუტერები კი 15%-დან 25%-მდე ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი. განკუთვნილია ისეთ მომხმარებლისთვის, რომელიც მაღალ წარმადობას ანიჭებს უპირატესობას მოპედში. Aprilia-ს მთავარი უპირატესობა მისი მდიდარი სარბოლო მემკვიდრეობაა.
20-დან 50%-მდე ფასდაკლება მოტო ეკიპირებაზე
უსაფრთხოება მოტოციკლეტისტის უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ “პიტსტოპ მოტო” გთავაზობთ 20-50%-იან ფასდაკლებას სრულ დამცავ ეკიპირებაზე, რომელთა შორისაც წამყვანია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა პრემიუმ იაპონური ბრენდები Shoei და Arai, ამერიკული ბრენდი Bell და ევროპული Nexx და Acerbis. ქურთუკებსა და შარვლებში კი წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ბრიტანული ბრენდი – Knox.
ჩაფხუტები
ჩვენს მაღაზიაში ხელმისაწვდომია ჩაფხუტების სრული სპექტრი, მათ შორის დახურული (Full Face), ღია (Open Face) და მოდულარული (Flip-Up) მოდელები. დახურული ჩაფხუტები უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას და საუკეთესოა ცივი სეზონისთვის ან მაღალი სიჩქარისთვის. ღია ჩაფხუტები კომფორტულია ზაფხულში, ხოლო მოდულარული ჩაფხუტები შესანიშნავი კომპრომისია მათთვის, ვინც დაცვასთან ერთად მრავალფუნქციურობას აფასებს.
შარვლები
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ტყავის, ნაჭრის (ტექსტილისა) და ენდუროს შარვლებს. ტყავის შარვლები საუკეთესოა ცხელ ამინდში გრილად მგზავრობისთვის. ნაჭრისა და 4-სეზონის შარვლები კი საუკეთესოა როგორც ზაფხულში, ისე ზამთრის სეზონზე. ენდუროს შარვლები კი განკუთვნილია უგზოობისა და რთული რელიეფისთვის.
ქურთუკები
“პიტსტოპ მოტოს” შოურუმში შეგიძლიათ შეიძინოთ ნაჭრის, ტყავის, 4-სეზონის და ენდუროს ქურთუკები საუკეთესო ფასად. ტყავის ქურთუკი უზრუნველყოფს დაცვის მაქსიმალურ დონეს და კარგია გრილი ამინდისთვის, ხოლო ნაჭრის (ტექსტილის) ქურთუკები ხშირად აღჭურვილია მოსახსნელი თერმო-ფენებით, რაც მათ ოთხივე სეზონზე გამოყენების საშუალებას იძლევა. ენდუროს ქურთუკები კი გათვლილია მაღალ გამძლეობასა და რთული ამინდის პირობებში კომფორტულ ტარებაზე.
ამიტომ იჩქარეთ! ასეთი ფასდაკლება მოპედებსა და სრულ ეკიპირებაზე ერთდროულად წელიწადში მხოლოდ ერთხელ – შავ პარასკევს ცხადდება. ეწვიეთ “პიტსტოპ მოტოს” 28, 29, 30 ნოემბერს და დაზოგეთ თანხა!
(R)




