“გრანადას” მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა – აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

“გრანადას” მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა – აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა
“გრანადას” მთავარმა მწვრთნელმა გილერმო აბასკალმა გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა.
როგორც იცით, სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი არ ჩერდება და მატჩები მაინც ტარდება, 35 წლის სპეციალისტს მიაჩნია, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს.
“საკლუბო ტურნირები უნდა შეჩერდეს, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩების პერიოდია. სეზონის განმავლობაში მსგავსი სანაკრებო ფანჯარა ხუთჯერაა.
შესაბამისად, წიტაიშვილის მსგავს ფეხბურთელებს, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებებში იწვევენ, შესაძლოა, 8-10 თამაში გამოტოვონ.
ეს უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს”, – ამბობს
აბასკალი.
ინფორმაციისთვის, წიტაიშვილი “გრანადაში” 1-წლიანი იჯარით ამ სეზონის წინ ს “დინამოდან” გადავიდა. მან საწყისი 3 ტური სასტარტოში დაიწყო, ორჯერ მოედანზე 72 წუთი დაჰყო, ერთხელაც – 70.