“გპასუხობთ, არავის გადმოგცემთ, თქვენ რუსეთის თამაშს თამაშობს” – გონჩარენკო ქართულ ოცნებას

უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი გონჩარენკო ქართულ ოცნებას პასუხობს და ამბობს:
“პასუხი საქართველოს ხელისუფლებას, მე ვარ ალეკო გონჩარენკო, ოდესიდან მე იქ კარგად მიცნობენ. გამარჯობა, მე გპასუხობთ: საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყველაფერი მარტივადაა – საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, საბოლოოდ მოიშოროს ხალხი, ვინც რუსეთთან ფლირტშია, რადგან საქართველო სგან ზე არანაკლებ დაზარალებულია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჩვენ ერთად უნდა გავანადგუროთ ეს იმპერია. არ გვჭირდება ვინმეს ვთხოვოთ ომში ჩართვა, მათ ეს თემად აქვთ ქცეული, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. არავინ ამის გაკეთებას არ აპირებს. არავის არ გადმოგცემთ იქამდე, ვიდრე ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტიურად რუსეთის თამაშს თამაშობს. არავის გადმოგცემთ და მითუმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც დასახელდა, რადგან ისინი საუკეთესო ქართველები არიან, რომლებიც როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ეს ხალხი ქვეყანაში დაბრუნდება ისევე როგორც ის მოხალისეები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ბევრი ქართველი იბრძვის და მათ შორის ეს ხალხიც, იმიტომ რომ უყვართ თავისი ქვეყანა განსხვავებით იმათგან, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს”.
შეგახსენებთ, “ოცნების” ხელისუფლება უკრაინისგან ზურაბ ადეიშვილისა და გია ლორთქიფანიძის გადმოცემას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ასე რომ, ნაც. რეჟიმის გასამართლების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულება არც ისე შორს უნდა იყოს. რაც შეეხება “ჩვენს” ვადაგასულ პრეზიდენტს, თუ ჭკუით არ მოიქცევა…

ირაკლი კუპრაძე – სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან