შავი ზღვის რეგიონი ნელ-ნელა ხდება საბრძოლო მოქმედებების თეატრი და ასეთ დროს საქართველოს დისტანცირება დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადარჩენის ერთადერთი საშუალება თანამშრომლობაა დასავლურ ძალებთან.
“ფაქტია, რომ შავი ზღვის რეგიონი და ზოგადად ეს გადაზიდვები უკრაინული დაზვერვის სამიზნე გახდა.
საერთაშორისო მონაცემებით დადგინდება, კონკრეტულად რა ტვირთი იყო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ შავი ზღვის რეგიონი ნელ-ნელა ხდება საბრძოლო მოქმედებების თეატრი და ასეთ დროს საქართველოს დისტანცირება დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია და ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა დასავლურ ძალებთან არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.




