პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის თანამდებობის ცვლილებებს კომიკურს უწოდებს – ის აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი “დაამცირა”.
“სასაცილოა, კომიკურია, ღარიბაშვილი გეგმებს აწყობდა […] და აგერ მოასრიალეს ერთ წუთას, ძალიან დაამცირა ბიძინა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა, მთელი ეს ვერტიკალი, რომელიც მისი კადრებით იყო დაკომპლექტებული, ჩამოიშლება და ეს პრობლემებს შექმნის ქართულ ოცნებაში, ისევე როგორც მთავრობაში. ივანიშვილი თავად მოვიდა მმართველობაში, მარტივად რომ შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა გოცირიძემ.
დღეს ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
იმედის თანახმად, 24 იანვარს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა ჩატარდება.