გოცირიძე: ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა დაინახავს, თუ აგვეხილება მთელს ოპოზიციას თავლები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით

ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა დაინახავს, თუ აგვეხილება მთელს ოპოზიციას თავლები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით
ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა ნათლად დაინახავს ამ სტრუქტურით გასვლა ცვლის ხელისუფლებას თუ აგვეხილება მთელს ოპოზიციას თავლები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით, სადაც იქნება “ლელოც”, მელიას პარტიაც, “გირჩიც”, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე მ, გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” განაცხადა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, “ლელოსაც” სჭირდება სხვა პარტიებთან გაერთიანება, ვინაიდან ცალკე მხოლოდ 5 პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად ბრძოლას შეძლებს. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას მოახერხებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება.
“ლელო” რისთვის იბრძოლებს 5%-იანი ბარიერის გადასალახავად, თუ “ლელოსთან” ერთად ჩვენ, ყველა ერთად, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიცია ვინც ვართ, უამრავი ცალკეული დეპუტატები ვართ, პოლიტიკური ჯგუფები, არასაპარლამენტო ოპოზიციაც არის, “რესპუბლიკური პარტია”, ანუ, დიდი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლება იცვლება. დაქუცმაცებული, 5%-იანი ბარიერის გადალახვის მსურველი პარტიების შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” მიაქვს ოპოზიციის ხმები – ეს რეალობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სადღაც 4 თვით ადრე, ოპოზიცია გააცნობიერებს. დღეს მიდის საკუთარი თავის ძიების პროცესი ოპოზიციურ ფლანგზე.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ