გოჩოლეიშვილს გატანა შეეძლო – “კოპენჰაგენი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „კილმარნოკს“ 2:0 მოუგო.
მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ის აქტიური იყო, პირველ ტაიმში თავის გამოჩენაც შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ლიუის მაიო დაეწია და გოლი არ გაატანინა.
საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება.
კოპენჰაგენი – კილმარნოკი 2:0
გოლები: 1:0 დიკსი (76, პენ), 2:0 ფალკი (90+6)