დანიის სუპერლიგის მეცხრე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ოლბორგი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მყარად დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში, ამჯერადაც აქტიური იყო, დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევებშიც ერთვებოდა. 35-ე წუთზე მეტოქე გუნდის ნახევარმცველი მილიან ხიმენესი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო, 84-ე წუთზე კი შეცვალეს. ქართველის თამაში flashscore-მ 7.1 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 6.8 ქულით.
„კოპენჰაგენი“ 17 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „მიდტიულანდს“ 4 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სტუმრად თასზე პირველი დივიზიონის „კიოგესთან“ გამართავს.
კოპენჰაგენი – ოლბორგი 2:0
გოლები: 1:0 მატსონი (63), 2:0 ელიუნუსი (72)