გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა – “კოპენჰაგენი” პლეი-ოფში გავიდა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „ბანიკთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
პირველი შეხვედრა დანიურ გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული, ჩეხეთში ძირითად დროში 0:1 დამარცხდა, ორი დაპირისპირების შედეგად ფრე, 1:1 დაფიქსირდა, ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი „კოპენჰაგენმა“ 2:1 იმარჯვა.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მე-60 წუთზე ბირგერ მელინგის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე.
პლეი-ოფში „კოპენჰაგენი“ შოტლანდიის „კილმარნოკს“ შეხვდება – 22 აგვისტოს საკუთარ მოედანზე, ხოლო 29 აგვისტოს სტუმრად.
ბანიკი – კოპენჰაგენი 1:0 (პენ 1:2)
გოლი: პრეკოპი (42)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში