გოჩოლეიშვილი “შახტარში” დროებით დაბრუნდა?

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს გიორგი გოჩოლეიშვილს „კოპენჰაგენთან“ საიჯარო კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და „შახტარში“ დაბრუნდა.
ua-football-ის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში 24 წლის გოჩოლეიშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, დანიური კლუბი არ გამოისყიდის, რადგან მალე პსჟ-დან 19 წლის იორამ ზაგეს დაიმატებს.
გიორგი „მეშახტეებთან“ ერთად შეკრებაზე გაემგზავრა, თუმცა მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შეიძლება სხვა კლუბში იჯარით გაუშვან.
გოჩოლეიშვილმა გასულ სეზონში „კოპენჰაგენში“ ყველა ტურნირზე 33 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, „შახტართან“ კი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მიქაუტაძე “მანჩესტერს” სჭირდება – ინგლისური გამოცემა “იუნაიტედს” ქართველის შეძენას ურჩევს
ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს – ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში