გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით „კოპენჰაგენში“ თამაშობდა, „შახტარში“ დაბრუნდება, – იტყობინება ua-football-ი.
დონეცკური გუნდის ახალი მწვრთნელი არდა ტურანი გოჩოლეიშვილს და ირაკლი აზაროვს სლოვენიის ქალაქ ბრდოში შეკრებაზე წაიყვანს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზაროვმა შეიძლება „მეშახტეთა“ რიგები დატოვოს.
რაც შეეხება ლუკა ლაცაბიძეს, ის გასულ სეზონში „ჩერნომორეცში“ იჯარით იყო გაშვებული და ისევ სხვა კლუბში ითამაშებს – ერთ-ერთ უკრაინულში ან „კოლხეთი 1913“-ში.
“გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა” – გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით
