გოჩოლეიშვილი “კოპენჰაგენის” შესანიშნავი ფეხბურთელია – ტრავმირებულ ქართველს დანიური მედია აქებს

კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „კოპენჰაგენმა“ მინსკის „დინამოს“ 2:1 სძლია.
დანიური გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ტრავმა მიიღო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მან კოჭლობით დატოვა მოედანი.
Tipsbladet-ი წერს, რომ გოჩოლეიშვილი გუნდის შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა, კარგ გადაცემებს აკეთებს, დღესაც მეტოქისთვის ერთ-ერთი სახიფათო იყო, მაგრამ რამდენიმეჯერ ეუხეშენ და მეორე ტაიმის დასაწყისში შესაცვლელი გახდა. გიორგის თამაში Flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 7.1-ით.
„კოპენჰაგენს“ 5 ქულა აქვს და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 12 დეკემბერს სახლში „ჰართსთან“ ჩაატარებს.
დინამო (მინსკი) – კოპენჰაგენი 1:2
გოლები: 0:1 ელიუნუსი (6), 1:1 ადეოლა (13), 1:2 დიკსი (55, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში