“გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა” – რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?

ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში თავის პირველ სეზონს ჩინებულად ატარებს გიორგი გოჩოლეიშვილს ტექნიკური წუნი არასოდეს ჰქონდა, ბურთთან მუდამ „შენობით იყო“, ახლა კი ფიზიკურადაც ძალიან მოუმატა და „ჰამბურგის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბოლო მატჩებს კარგად ატარებს.
Nurdieraute-მ გოჩოლეიშვილი შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „შახტარიდან“ იჯარით აყვანილმა ქართველმა რთული სტარტის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და HSV-ში გადასვლას ძალიან კარგ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. გამოცემა გიორგის კარიერას მიმოიხილავს, შვილის ავადმყოფობის გამო უკან მოტოვებულ მძიმე პერიოდზე წერს, რომლის გამოჯანმრთელების შემდეგ ქართველი ფეხბურთზე უფრო მეტადაა კონცენტრირებული, ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ევროპის ტოპ-ლიგაში თავის პირველ სეზონს ჩინებულად ატარებს.
კლუბის სპორტული დირექტორი შტეფან კუნცი ამბობს, რომ გოჩოლეიშვილი იმედებს ამართლებს: „უნაკლო გუნდური მოთამაშეა. ბევრს შრომობს. ამ უნარების გათვალისწინებით დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც. კარგი პიროვნებაა“. ხაზგასმულია, რომ მთელ მარჯვენა ფლანგს აკონტროლებს, მეტოქეზე მუდმივად ახორციელებს ზეწოლას, მწვავე გადაცემებს აკეთებს და გუნდის, კლუბის და გულშემატკივრების მხარდაჭერას გრძნობს.
გოჩოლეიშვილი საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან და თურქეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შეუერთდება და იმედია, დიდ დახმარებასაც გაუწევს.
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში – “ჰამბურგი” “გლადბახს” ფრედ ეთამაშა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი – “ჰამბურგი” “უნიონს” ფრედ ეთამაშა
“არსენალის” ორი ფეხბურთელი გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი გახდება
გოჩოლეიშვილის ჩინებული დაბრუნება – “ჰამბურგმა” “ჰაიდენჰაიმს” სძლია
გოჩოლეიშვილი გააძევეს და “ბაიერნთან” ვერ ითამაშებს – “ჰამბურგი” “სანტ-პაულისთან” დამარცხდა