დანიის სუპერლიგის მეთხუთმეტე ტურში „ორჰუსი“ და „კოპენჰაგენი“ დაზავდნენ – 1:1.
სტუმართა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო – sofascore 7.3, flashscore 7.2.
ჩემპიონატში სამხელისუფლებიანობაა – „ორჰუსს“, „კოპენჰაგენსა“ და „მიდტიულანდს 27-27 ქულა აქვთ. დედაქალაქური კლუბი შემდეგ შეხვედრას 24 ნოემბერს სახლში „ლუნგბიუსთან“ ჩაატარებს.
ორჰუსი – კოპენჰაგენი 1:1
გოლები: 0:1 ჰაციდიაკოსი (2), 1:1 დალსგაარდი (47)