გოჩა მირცხულავა: რობიოს მილოცვაც გადაიკითხეთ, არ გაწყენთ ნამდვილად და სადაზვერვო სააგენტოსი….

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
პრეზიდენტს ტრამპის მილოცვის ეს აბზაცი ქოცებში ორგაზმს იწვევს: “ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით”.
აბა გულდასმით წაიკითხეთ რა წერია – “ერთგულია, განამტკიცოს”… დიახ და ეს სწორია აბსოლუტურად. ჩვენ ერთგულები ვართ განვამტკიცოთო… თქვენო რა შვრებით ამ დროსო? თუ ეგეც უნდა დაეწერა… არა, ამ ფორმატში ეგ არ იწერება, რადგან დიპლომატიას თავისი ენა აქვს. თქვენ რას შვრებით, არ წერიაო თუ იტყვით მაინც ჯიუტად, მანდვე წერია – სამომავლოდ ველოდები…. ხვდებით? ჩვენ ერთგულები ვართ და სამომავლოდ ველოდებითო…. თქვენ რას შვრებით ამისთვისო, მაინც ვერ გაიგეთ?. სხვაგვარად მანდ ეწერებოდა – ჩვენ ვანვითარებით (ანუ ახლა ვაკეთებთ). სამომავლოდ კიდევ ჭკვიანად უნდა იყოთ ეგ რომ მოხდესო. რა ვიცი, აგიხსენით გლეხურ ენაზე, რომ თქვენ ორგაზმს ცრუ ორსულობა აქვს შედეგად. რობიოს მილოცვაც გადაიკითხეთ, არ გაწყენთ ნამდვილად და სადაზვერვო სააგენტოსი….

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან