ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
იცით, რით მახსოვს დედა? თუ შეუძლოდ ვიყავი ათასჯერ მკითხავდა: “როგორ ხარ დედა-შვილო? გტკივა დედა? შენ შემოგევლოს დედა…” აი, ვფიქრობდი მწყობრიდან გამოვყავარ და მორიგჯერ რომ არ დაესვა იგივე კითხვა: “გტკივა?” ვამბობდი: “-არა! არ მტკივა, კარგად ვარ!” და ის “ჰო, დედა, კარგად უნდა იყო. შემოგევლოს შენი დედა!”. მერე მივხდი რაც ხდებოდა, უკვე გვიან… პროგრამა უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის – “კარგად ვარ!” და ეს რეალურად მუშაობდა.
იმაზეც მიფიქრია, დედები შვილებს რატომ არ ეძახიან მეტწილად “შვილო” და ეძახიან “დედა”, “დედა-შვილო…”. ანომალია? არა, ეს სულის სილამაზეა, სხვა კოდია – სულიერი და ხორციელი ერთობის – მე და შენ, დედა შვილობაში დედისთვის არის მე მე-ში. “დედა” იმედია შცვილისთვის და რაც უფრო მეტად გაიგებს, მით უფრო კარგად არის….
ჰოდა, ამ თვალცრემლიან დედებს – სრულიად უკანონოდ წაართვეს უფლება, შვილებს ჰკითხონ: “როგორ ხარ დედა-შვილო?” “გტკივა რამე დედა?”
ხომ ცხადია, შვილების მცირე უგუნებობასაც გრძნობენ, არა თუ ტკივილს…
ადამიანებს ბევრი რამ გვეპატიება, ბევრი შეცდომა, გადაცდომა, შემთხვევითი დანაშაულიც კი არსებობს… მაგრამ გამოგონილი ბრალდებით, გამოგონილი ჩვენებებით, ცრუმოწმეობით – ანუ უსამართლობით, შვილები ციხეში გამოუმწყვდიო დედას – ამის პატიება არ მოსულა. ამისთვის ვალი უნდა გადაიხადო – იქ ზემოთაც…
ძაან აფორიაქებული და შეურაცხყოფილი ვარ დღევანდელი დღეს მომხდარი უამრავი ფაქტით…. ყველაზე მეტად კი ნატკენი ვარ – დედების ცრემლებით.
თან დედაჩემის ხმა ჩამესმის: “როგორ ხარ დედა?”
მინდა ვუპასუხო, რომ ცუდად ვარ… მაგრამ ამას არ ვიზამ.
– კარგად ვარ, დედა! შემართებით, მხნედ – გუშინ, გუშინწინ და დღეს თვალცრემლიანი დედების, ხვალ ღიმილიანი და ბედნიერი სახისთვის ბრძოლის წყურვილით ვარ…