გოტა ჭანტურია: ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი. კონსულტანტი პოლიციელი დიდი თანაგრძნობით მეკითხება, რა უნდა ქნაო. ხოდა, მე გეტყვით დღეს რას ვშვები

 „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი, გოტა ჭანტურია:
საპატრულოში ვარ, ისევ ჯარიმების ამბავზე. ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი. კონსულტანტი პოლიციელი დიდი თანაგრძნობით მეკითხება, რა უნდა ქნაო.
ხოდა, მე გეტყვით დღეს რას ვშვები: აქედან ნინო დათაშვილის სასამართლოზე მივდიოდი, რომელიც გადადებულა. შემდეგ, ჯერ ერთი შეხვედრა წინააღმდეგობის საკითხზე, მერე – მეორე.
7 საათზე საზმაუსთან ვიკრიბებით. 8-ზე – კალაძის საარჩევნო შტაბთან. ბოლოს – მარში რუსთაველზე.
ასე და ამაზე დატვირთული არის ყოველდღე. ყ ო ვ ე ლ დ ღ ე!
დღეში 16-17-18 საათი. ბავშვების და ოჯახის ამბავს აღარ დავწერ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ როცა ცვლილებები გვინდა, სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ისინი იმარჯვებენ.
თან, რეალურად ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს:
პირველ რიგში, რეჟიმია დასამარცხებელი. თანაც ისე, მომავალში მსგავს ნაგავში რომ არ ამოვყოთ თავი.
ამიტომ, ვისაც ეს რეალობა გესმით და საფრთხეებს იაზრებთ, მეტ აქტიურობას გთხოვდით ♥️✊
საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ!