„სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი, გოტა ჭანტურია:
გილოცავთ!
1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი არც მეტი, არც ნაკლები, 15,000 ლარი იქნება.
დავანებოთ თავი პროპაგანდას და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც:
– ბაღის აღმზრდელთა ხელფასი 400-500 ლარია,
– სკოლის მასწავლებლების – 700-800,
– ექიმების, ექთნების, მშრომელების – დამამცირებლად დაბალი,
– სადაც საკუთარი თანამშრომელი, რომელსაც 490 ლარი ჰქონდა ხელფასი, ხარჯების ოპტიმიზაციის საბაბით გაუშვეს.
თუმცა, რა გასაკვირია, ემსახურა პარტიას და დაიმსახურა.
ერთია, ძალიან ცუდი მტრები გაიჩინა ამ პროცესში.
ჩემთვის ეს უკვე პირადი ღირსების საკითხია და ამ ქალს, სხვებთან ერთად, მოუწევს პასუხისგება ყველა იმ ბოროტებაზე, რაც მისი დირექტორობის პერიოდში მოხდა.
ყველაფერი წინაა!
მივიღოთ ეს იმად, რაც არის – დაცინვა და მასხრად აგდება.
შესაბამისად – დამატებითი მოტივაცია, რომ ესენი მოვიშოროთ და სერიალებისა და დეზინფორმაციის დრო დამთავრდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.




