გორში 30 წლის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა

ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენლელმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა:
,,ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება” – თქვა ადგილობრივმა.