გორში წინასაახალწლო კონცერტზე “ღამის შოუს” ბენდი იმღერებს | ღონისძიებისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება

გორში 28 დეკემბერს წინასაახალწლო ღონისძიებაზე “ღამის შოუს” ბენდი იმღერებს. როგორც რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” წერს, კონცერტი იმ ღონისძიების ფარგლებში იმართება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსებით ხორციელდება და ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ჯამში 100 000 ლარი იხარჯება.
28 დეკემბრის ღონისძიებების განრიგი კი ასეთია:
14:00 – ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
14:00 -19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. კვების სივრცე: გლინტვეინი, ჰოთ დოგი, პოპკორნი, ყავა, ჩაი
14:00 – 18:00 – ანიმატორები – საბავშვო პროგრამა
14:30 -18:00 საბავშვო სივრცე: ელფების სახელოსნო
15:00 – 16:30- ორკესტრის და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
16:00 – 17:00 – ქიმიური შოუ;
17:00 – 17:30 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;
18:00 – 20:00 ღამის შოუს ბენდი;
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.