გორში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

გორში ხანძარია. ცეცხლი კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, აღნიშნული ფართის მეპატრონე სხვაგან ცხოვრობს და ბინაში დღეს დილით ხანმოკლე დროით იყო მისული.
მათივე ვარაუდით, შესაძლოა, მეპატრონეს ელექტრომოწყობილობა დარჩა ჩართული, რაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა.
შემთხვევის ადგილზე -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.