გორში სასაფლაოზე ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება