გორში საპოლიციო მოქმედებებისას გარდაიცვალა კაცი, რომლის შვილიც დააკავეს

გორში გარდაიცვალა 77 წლის კაცი, ილია ნინოშვილი, რომლის სახლშიც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა.

მანამდე მისი შვილი დააკავეს.

„ტვ პირველის“ ცნობით, კრიმინალურმა პოლიციამ ჯერ ილია ნინოშვილი შვილი დააკავა სავარაუდოდ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, შემდეგ კი ჩხრეკაზე შევიდა ჭალის დასახლებაში მდებარე ბინაში, სადაც მამა დახვდათ. მეზობლების თქმით, ის, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, მის მეორე შვილს დალოდებოდნენ და შემდეგ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. ამ შელაპარაკების დრო 77 წლის კაცი ცუდად გახდა და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა“, — იუწყება „ტვ პირველი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა ახალი საცურაო კომპლექსი გახსნა და როგორც წესი და რიგია, პირადად ამოწმებს ხარისხს. ოღონდ, ამოწმებს უშუალოდ აუზში მყოფ ხალხთან ერთად… (ვიდეო)