შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში, სოფელ ატენში პოლიციამ 8 პირი დააკავა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მათგან 6-ს ბრალი სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით წარედგინა, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.
2 პირი პოლიციამ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავა.
