გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაიწყო

გორში, გუშინ საღამოს მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ ვახო ფიცხელაურს.
ფიცხელაურის თქმით, სამი ნიღბიანი უცნობი, მას, სავარაუდოდ, სახლთან ელოდა და როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდგომი ფურგონის ტიპის ავტომობილით გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიცხელაური და მისი მეუღლე, სამოქალაქო აქტივისტი თეონა ბზიშვილი, მომხდარს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა – აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის