მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაავადებული ძაღლი ადგილობრივმა ოჯახმა შეიფარა. ის მოგვიანებით გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში მიიყვანეს სამკურნალოდ, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს. სააგენტოს დირექტორის მოადგილის განცხადებით, ჭირზე და ენტეროვირუსზე მკურნალობა არ ფინანსდება, თუმცა შეუძლიათ ცხოველები “დააძინონ”.
“ეს ძაღლი პატარა იყო, როცა ჩემმა შვილმა იპოვა, მანქანის ქვეშ ეგდო. გადაარჩინა, გაზარდა, გიჟდება, ისე უყვარს. ახლა სხვა ძაღლებისგან გადაედო ჭირი. წავიყვანეთ სააგენტოში, დირექტორის მოადგილე დაგვხვდა, რომელსაც ალბათ ცხოველები ნაკლებად უყვარს – ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. არ ვმკურნალობთო, არც აცრები გვაქვსო. შეგვიძლია, დავაძინოთო. რა გამოდის? რატომ ვინახავთ სააგენტოს? კასტრაციაზე რომ მიჰყავთ ძაღლები, რატომ არ უტარებენ კვლევას? ქალაქში ჭირი მოდებულია” – ამბობს მოქალაქე „ქართლის ამბებთან“.
„ასეთ შემთხვევებში სოციალურ ქსელში ვაქვეყნებთ განცხადებას, რომ დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებმა თავიანთი სურვილით უმკურნალონ,“ – განაცხადეს სააგენტოში.
“ქართლის ამბების” ცნობით, სააგენტოს 2024 წლის ბიუჯეტი შეადგენს 1 244 533 ლარს.




