გორში დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა მძიმეა – არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი

გუშინ, გორში დაჭრილი ორი ახალგაზრდას მდგომარეობა ისევ მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. გუშინ, საავადმყოფოში მიყვანისთანავე მათ ოპერაცია ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, სხეულის არეში ახალგაზრდებს აღენიშნებათ განსაკუთრებით სახიფათო ჭრილობები.
სავარაუდო დამნაშავეები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 2 პირი იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს