გორში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს – გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თუმცა აღნიშნავს, რომ „სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს“.
პოლიცია აცხადებს იმასაც, რომ ცნობები, რომ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება